ELLE CAFE

2025-წელი, ძველი რუსთავი, მყუდრო სივრცეში ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული სამი მეგობარი ცდილობს შექმნას ატმოსფერო, სადაც სტუმრები აღმოაჩენენ შინაარსობრივ დეტალებს ყოველდღიური შთაგონებისთვის.

ოდნავ ფრანგული (ELLE CAFE ფრ. - ის კაფე), ოდნავ ფემინური განწყობის, მაგრამ არც ისეთი მამაკაცებმა თავი კომფორტულად ვერ იგრძნონ.

აქ თითოეული სტუმრისთვის საინსპირაციო ფრაზებიც საგულდაგულოდ არის შერჩეული.
სამომავლოდ ფილმების ჩვენებისთვის, სინემატოგრაფიის განსაკუთრებული სურათები, აჩქარებული გულისცემასავით ელის პროექტორზე გაშვებას და მაყურებლის ჩაფიქრებულ მზერებს.
დეკემბერი, ყველა დეტალი გათვლილია იმისთვის, რომ შეიქმნას “ის კაფე”, და სულ ცოტა უფრო “მეტი”…

კაფე ფრანგული აქცენტით

მიზნები

ჩვენი მიზანია, გემო შეზავდეს შინაარსთან, ამიტომ თითოეული პროდუქტი ინდივიდუალურ ტექსტურას და გემოვნურ თვისებებს აერთიანებს. ყავის, დესერტის და ცივი სასმელების ფორმაციებში აუცილებლად იპოვი შენთვის ამოჩემებულს და ადვილად შესაჩვევს.

მისია

ELLE CAFE-ს მისიაა თითოეული სტუმრისთვის შექმნას ატმოსფერო, სადაც ყოველდღიურად აღოაჩენ:
დადებით ენერგიას – დასამუხტად.
სიმშვიდეს – განსატვირთად.
შთაგონებას – საკუთარი თავის და სხვების მოსასმენად.